ვითარება ომიდან 15 წლის თავზე- ბლოგი
2008 წლის ომიდან 15 წელი გავიდა. ორ ქვეყანას შორის მრვალაწლიან კონფლიქტს, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის დაწყება მოყვა, რაც უამრავი ადამიანის მსხვერპლით, ეთნიკური წმენდით და საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით დასრულდა.
სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიების, მცოცავი ოკუპაციით მითვისება, დღესაც გრძელდება და ამაზე რეაგირება არ აქვს ჩვენ ქვეყანას. ომის პერიოდში, ქართველი მოსახლეობა, იძულებული გახდა თავისი საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა და ლტოლვილებად ქცეულიყვნენ. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კი რუსეთს დუმაში მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც მხარს უჭერდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდბელ სახელმწიფოდ გამოცხადებას.
ომიდან 15 წლის გასვლის შემდეგ, ვითარება არ გაუმჯობესებულა, ყოველწლიურად ეწყობა მიტინგები რუსეთის და რუსული პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ, რადგან მოსახლეობის არჩევანი ევროპისკენ მიმავალი გზაა, თუმცა პროტესტის მიუხედავად, მთავრობა ყველანაირად ცდილობს, მოერგოს რუსეთის პოლიტიკურ სტანდარტებს.
ამის ნათლად დანახვის საშუალება რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, როდესაც საქართველომ ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა და ყველანაირად ეცადა სისხლიანი რუსეთის, ცივსისხლიანი ომი გაემართლებინა. ამას ადასტურებს საქართველოში ომს გამოქცეული რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებას ყიდულობენ დიდხანს დარჩენის პერსპექტივით.
რუსების მასობრივ შემოსვლას ქართული მოსახლეობის შევიწროვება მოყვება, სოციალურ ქსელში მრავლად შეხვდებით მასალას თუ როგორ დაატოვებინა ბინა, კერძო მეპატრონემ, ქირით მცხოვრებ ოჯახებს, რომ რუსი სტუმრები დაებინავებინათ, მხოლოდ იმიტომ რომ კარგად იხდიან. ასევე სასტუმროები და საჯარო სივრცეები, სადაც რუსებს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან, მაშინ როდესაც ქართველებისთვის ვერ ძებნიან თავისუფალ ადგილებს.
ამ ამბავში უპირველესი ეროვნული თვითშეგნებაა, პირველ რიგში მთავრობის და პოლიტიკური სიტუაციისა, მნიშვნელოვანია ქართველებმა არ დავივიწყოთ ის სიმწარე რაც რუსეთმა გამოგვატარა თუნდაც ამ რამდენიმე ათწლეულში. ომიდან 15 წლის თავზე, სამწუხაროა, რომ დადებითს ვერაფერს ვიტყვით რაც მიგვაახლოვებდა ევროპასთან და მიგვიყვანდა იმ გზის დასაწყისკენ რასაც ჩვენი პოლიტიკური მიზანი გულისმობს.
მოსახლეობის მცირე ნაწილი მაინც ცდილობს გაამართლოს რუსეთი და უშვებენ ორი რუსეთის არსებობას-პოლიტიკის და ხალხის, თუცა პოლიტიკას ხომ ისევ ხალხი ქმნის და როდესაც შენი სახელმწიფო სამყაროს ანადგურებს, კლავს ბავშვებს და პოლიტიკასთან არავითარ კავშირში მყოფ უბრალო მოსახელობას სულ მცირე პროტესტის გრძნობა და მიუღებლობა უნდა გქონდეს შენი ქვეყნის მთავრობის.
მაშინ, როდესაც ჯარისკაცს საქართველოდან წაღებული უნიტაზი და საყოფაცხოვრებო ნივთები რუსეთში მიაქვს ამ ფატს 21-ე საუკუნის ადამიანის აზროვნებასთან არაფერი აქვს საერთო. დიახ! არ არსებობს არანაირი ორი რუსეთი და ვიმედოვნებ, ერთხელაც დავწერ, რომ ომისგან განვლილმა დრომ გვასწავლა პრობლემების დანახვა და დაგვეხმარა ქვეყანა სწორი გზით წაგვეყვანა. ერთხელაც, იმედია დავინახავთ, რომ ომი და მისი სიმწარე ყველა ქართველს ეხება, არ მინდა ამის მისახვედრად კიდევ 15 წლის გასვლა გახდეს საჭირო. ამდენი წლის მიუხედავად, მაინც ისმის კითხვა ვინ დაიწყო ომი? ნორმალურ საზოგადოებაში ამას ახსნა არ სჭირდება, პუტინი სისხლის მსმელი ტირიანია და ის ნათლად აჩვენებს მოსახლეობის რეალურ სახეს. ღმერთმა, აღარ გამოგვაცდევინოს ის ტკივილი და სისხლი რაც 2008 წლის ომს მოჰყვა. დიდება საქართველოს!