ახალი ამბები

რას ითვალისწინებს თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის რეაბილიტაციის პროექტი

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 11.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება სოფ.ჯუღაანიდან, გაივლის სოფ.სანიორეს, სოფ.ნაფარეულს და სრულდება სოფ. შაქრიანის კვანძთან.

გზის მიმდებარედ არის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, ღვინის საწარმოები, ბენზინგასამართი სადგურები, კომერციული ფართები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, შესაბამისად ამ გზის გამართულად ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

,,გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე 9 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია. შესრულებულია სამუშაოების 70%-მდე. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 659 030 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება”,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

default
default
default
default
default