საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათს გლოვის დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა და, ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გამოცხადდება გლოვის დღედ“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები 30-ზე მეტ მოქალაქეს ეძებენ. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი.
კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.