ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თუში გოგონა რომლის ინსპირაციის წყაროც სიზმარია

თუში გოგონა, ელენე იუკურიძე, რომლის ინსპირაციის წყაროც სიზმრებია.

სიზმრების მიხედვით ქმნის ნახატებს, აქსესუარებს, ხატავს ტანსაცმელზე. ელენეს გააჩნია ინდივიდუალური სტილი და სამყაროს თავისებური აღქმა, რაც კარგადაა ასახული მის შემოქმედებაში.

ელენეს პიროვნებასთან ახლოა მისი მშობლიური გარემო-თუშეთის მისტიურობა. გოგონა ნახატებით აცოცხლებს ძველ თუშურ ორნამენტებს და თითოეული დიტალი მის ნამუშევრებში განსხვავებულია და სხვას არ ჰგავს.