ძლიერი წვიმის შედეგად სიღნაღში საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა- ფოტოები
გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი.
მერიის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა დილიდან მობილიზებულია, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.