ახალი ამბები

სტიქია გურჯაანში- გადახდილია სახურავები და დაგლეჯილია ხეები-ფოტოები

წუხანდელი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, გურჯაანში საცხოვრებელი სახლები სახურავების გარეშე დარჩა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა 9 აპრილის ქუჩაზეა, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გადახდილია.

“საშინელი ქარი იყო, წვიმა და ხმაური, ასეთი არ მახსოვს. ბინა მთლიანად გადახდილია, მოგლეჯილი ხეეები დენის სადგურს დაეცა. ძალიან გაუსაძლისი ვითარებაა”– ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ, რომ სტიქიის შედეგად, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქ გურჯაანსა და ორ მიმდებარე სოფელში.

ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურები დაზიანებული სახლების აღრიცხვას აწარმოებენ.