თელავის მერი ოლიმპიურ ჩემპიონს, მერაბ სამადაშვილს შეხვდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად ოლიმპიურ ჩემპიონს მერაბ სამადაშვილს შეხვდა.
მერმა ახალგაზრდა ძიუდოისტს გამარჯვება მიულოცა, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.
,,პირადად გავიცანი ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი. მერაბ სამადაშვილმა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე არამხოლოდ მისი მშობლიური მხარე, არამედ მთელი საქართველო ასახელა მიღწეული შედეგით. დარწმუნებული ვარ, მერაბ სამადაშვილი კიდევ არაერთი წარმატებით გვასახელებს მომავალში და ბევრი პატარა სპორტსმენისთვის იქნება სამაგალითო.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართვაა სპორტულ ცხოვრებაში, ამისათვის კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს სპორტული გაერთიანებების აქტიურ ფუნქციონირებას, შენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც სლოვაკეთის ქალაქ მარიბორში ჩატარდა, ჩვენი ქვეყნის ღირსებას 55 კგ წონით კატეგორიაში მერაბ სამადაშვილი იცავდა. წარმატებული ასპარეზობის შედეგად, მან ოქროს მედალი და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.