სოფელ შაშიანის ტერიტორიაზე მდებარე უცნობი ისტორიული ძეგლი- ფოტო
სოფელ შაშიანის ტერიტორიაზე მდებარე უცნობი ისტორიული ძეგლი სოფლიდან დაახლოებით 6-7 კმ-ის დაშორებით მაღალ კლდეზე მდებარეობს.
ისტორიკოსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ძეგლი აშენებულია, კარგად დაკუთხული რიყის ქვებით კირის დუღაბზე.
,,გვიანდელი შეკეთების დროს, ალაგ-ალაგ აგური გამოუყენებიათ. კოშკის კედლები შემორჩენილია 4-5 მეტრის სიმაღლეზე. ინტერიერი ნაწილობრივ ამოვსებულია, კედლებიდან ჩამოშლილი რიყის ქვებით და ხე-ბუჩქებია ამოსული. კოშკის შესასვლელი, დიდი ქვით ბრტყლად არის გადახურული. თავდაცვითი კოშკი, სტრატეგიულ ადგილზეა აშენებული და იცავდა ჭერმის ,,ციხე-ქალაქის” მისადგომებს, მომხვდური მტრისაგან”,- აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.