თელავში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
თელაველების სავიზიტო ბარათი, მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბატონის ციხის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია იწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი პროექტი ქალაქში მეტ ტურისტს მოიზიდავს.
,,პროექტის ფარგლებში განახლდება და სრული რეაბილიტაცია მოხდება მიმდებარე ქუჩების,მიმდებარე უბანი. ქალაქს შეემატება იდევ ერთი განახლებული უბანი. თელავი რეგიონული ცენტრია, რომელიც ტურისტულად მიმზიდველი გახდება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სახელმწიფო პროგრამას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. პირველ ეტაპზე, შერჩეულია 11 ლოკაცია. პროგრამას, რომელიც 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.

