თელაველი ძიუდოისტი, მერაბ სამადაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
თელაველი ძიუდოისტი, მერაბ სამადაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია.
ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც სლოვაკეთის ქალაქ მარიბორში მიმდინარეობს, ქვეყნიდან 55 კგ წონით კატეგორიაში თელაველი ძიუდოისტი, ააიპ “ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავის” სპორტსმენი მერაბ სამადაშვილი მონაწილეობს.
წარმატებული ასპარეზობის შედეგად, მან ოქროს მედალი და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

