1 კილოგრამი რქაწითელის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება
წელს სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ რქაწითელის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. გასულ წლებში სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო, ანუ წელს სახელმწიფომ სუბსიდირების ოდენობა 15 თეთრით შეამცირა.
როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, ტრადიციად ქცეული რთველის სუბსიდირება დარგს ყოველწლიურად აზიანებს და ქართული ყურძნის ხარისხის აფუჭებს.
“ხომლის მარნის” დამფუძნებელი თამაზ ომანაძე აცხადებს, რომ გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, თუ რა ხარისხის ყურძნის ჩაბარება ხდება მაშინ როცა რთველის სუბსიდირება ხდება. მისი განმარტებით, დარგის სუბსიდირება ქართული მეღვინეობისთვის დამანგრეველია.
“ჩვენ ვიცით, სუბსიდირებული რთველი როგორ ტარდება საქართველოში. ნებისმიერ ადგილას რომ მივიდეთ და ვნახავთ რა ყურძენი, როგორი ხარისხის ბარდება. ყველამ ვიცით, რომ ვენახიდან და ვაზიდან იწყება ღვინო. ეს არის ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა კი არა განადგურება,”- ამბობს “ხომლის მარნის” დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა.