სოფელ ცოდნისკარში ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სივრცის მშენებლობა დაიწყო
სოფელ ცოდნისკარში,არსებული სპორტული მოედნის და საბავშვო გასართობი სკვერის მიმდებარედ, ახალგაზრდებისათვის, დასასვენებელი სივრცის მშენებლობა დაიწყო.
„სოფელში უკვე არსებული, სპორტული მოედნისა და საბავშო გასართობი სკვერის მიმდებარედ, დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცე, ახალგაზდების მოთხოვნით დაიგეგმა. სკვერი კეთილმოეწყობა- დაიდგმება სკამები, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგება, დაირგვება ხეები, დამონტაჟდება განათებები. პროექტი. პროექტი სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში დაიგეგმა და ის როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 76 375 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები უკვე დაიწყო და სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება”,- განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.