ახალი ამბები

თელავში, დავითაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ თელავში, დავითაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება 590 გრძ.მ. მონაკვეთზე, მოეწყობა მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორები, საფეხმავლო ბილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საგზაო ნიშნები და მოეწყობა ჰორიზონტალური მონიშვნები.

სამუშაოებს საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია ,,სერპანტინი” ასრულებს, რომელზეც 1 404 000 ლარი დაიხარჯება.