ახალი ამბები

სოფელ შიბლიანში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანში ახალი მრავალფუნქციური და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა სახის სივრცე, ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები და სხვა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი ადგილობრივი ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომლის ღირებულება 215 012 ლარია და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გლობალ სტანდარტმშენი” ახორციელებს.