ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რა ეტაპზეა თელავში, ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები

თელავში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოები ითვალისწინებს 6 ღია და 2 დახურული ჩოგბურთის კორტის მოწყობას, ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაცია, მათ შორის უკვე არსებული დამხმარე შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება გასახდელები, მწვრთნელების და სპორტსმენებისათვის განკუთვნილი ოთახები.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PRDIP) ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მლნ. ლარს შეადგენს.