ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალზე, თელავის თეატრი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, თელავის სახელმწიფო თეატრი დაჯილდოვდა ფესტივალის სპეციალური პრიზით.
პრიზი თეატრს სარეჟისორო დებიუტისთვის რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლისთვის “ჩუმად, რეპეტიციაა!” გადაეცა.
რეჟისორია პაატა გულიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გასულ და მიმდინარე წელს, თელავის თეატრმა და მისმა მსახიობებმა სხვადასხვა წარმატებას მიაღწიეს და დაჯილდოვდნენ.