ახალი ამბები

13 წლის საგარეჯოელ აჩის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

13 წლის საგარეჯოელ აჩის, რომელიც თბილისში ცხოვრობს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

,,აჩი 25 მაისს, ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე, მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, დიღმის მასივში სარგებლობდა ქვეითთა გადასასვლელით რა დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა სამ ბავშვს. არჩილი დაზარალდა ყველაზე მეტად. მას დაუზიანდა თავის ტვინი, ოთხივე კიდური, ჰქონდა სხვადასხვა სახის ჭრილობები მთელს სხეულზე. ასევე დაზიანებული იყო არტერია, რის გამოც იაშვილის კლინიკაში შესვლისას ბავშვს არ აღენიშნებოდა არცერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი და სრულიად იყო სისხლისგან დაცლილი. შეუძლებელი შეძლეს იაშვილის ექიმებმა და რომ არა უფლის მფარველობა რით შეიძლება დასრულებულიყო ყველაფერი წარმოდგენაც არ შეიძლება ურთულესი დღეები გამოიარა ოჯახმა, ძალიან ბევრი იბრძოლა აჩიმ და წინ კიდევ ურთულესი ბრძოლა აქვს. ამ ეტაპზე ესაჭიროება მას სასწრაფოდ გადაყვანა თურქეთის კლინიკაში, რისთვისაც გვჭირდება საზოგადოების გვერდით დგომა. დღემდე მოყვება ოჯახს თქვენი გვერდით დგომის ემოცია, დაუსრულებელი რიგები სისხლის ბანკში აჩის გადასარჩენად, თითქმის ყველა ტაძარში აჩის სახელზე აღევლინა ლოცვა თქვენი დახმარებით. კიდევ ერთხელ გთხოვთ,რომ დაუდგეთ გვერდით”,- წერენ ოჯახის ახლობლები.

საქართველოს ბანკი
#GE65BG0000000537354517
თიბისი ბანკი
#GE81TB7800445063300008
ლიბერთი ბანკი
#GE32LB0711177699887000
კრედო ბანკი
#GE18CD0360000006728448
მიმღები: ლანა ურდულაშვილი
დანიშნულება: არჩილისათვის