პარლამენტმა შესაძლოა, ბინების ფასის რეგულირების კანონზე მუშაობა დაიწყოს
პარლამენტმა შესაძლოა, ბინების ფასის რეგულირების კანონზე მუშაობა დაიწყოს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მარიამ ჭყონიამ პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა.
როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საქართველოში ბინების ფასმა კატასტროფულად მოიმატა, რითაც ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბინის შეძენას ვეღარ ახერხებენ.