სიღნაღში, ,,ქიზიყის კარიბჭის” რეაბილიტაცია განხორციელება
ევროკავშირის მხარდაჭერით სიღნაღში, ,,ქიზიყის კარიბჭის” რეაბილიტაცია განხორციელება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიმალხაზ ბეგიაშვილი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა 300 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების განხორციელებაზე დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „სტამბაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
„მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ და გაცნობოთ, რომ 300 000 ლარის გრანტი მოვიპოვეთ, რომელიც მუნიციპალიტეტში შემოსასვლელის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
ღონისძიებაზე ჩემს მსგავსად, საქართველოს 4 რეგიონიდან: გურიიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან, 13 მუნიციპალიტეტის მერს მისცეს საშუალება, წარმოედგინა CESL პროექტის ფარგლებში დაფინანსებისთვის შერჩეული ინიციატივები,“ – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.
პროექტი ძირითადად მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობს და თითქმის 4 წელი (2025 წლის სექტემბრამდე) გაგრძელდება. მის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები (მაგ. ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა) გამიზნულია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებასა და თანამშრომლობას.