მკვლელობა გურჯაანში – 80 წლის მამაკაცმა ცოლი მოკლა
მკვლელობა გურჯაანში – 80 წლის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფით, საკუთარ მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივები ამ ეტაპზე მოტივზე ვერ საუბრობენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
გამოძიება 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.