პუტინმა “რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ კანონს ხელი მოაწერა
პუტინმა “რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
“ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების მიხედვით, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება ისე შეეძლებათ, რომ “აფხაზეთის მოქალაქეობაზე” არ თქვან უარი. იგივე შეეძლებათ რუსეთის მოქალაქეებსაც.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ პირები, რომლებმაც 2008 წლის 26 აგვისტოდან დღემდე “აფხაზეთის მოქალაქეობა” შეინარჩუნეს. ამასთან, მოქალაქეები, რომლებმაც, ერთი “ქვეყნის ჯარში იმსახურეს”, მეორეში გაწვევისგან თავისუფლდებიან.