თელავის ისტორიულ მუზეუმში, მხატვარ ზურა ტოტიკაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
,, ხატვა ჩემთვის მხოლოდ ხელოვნება არ არის, ის სულის ნაწილია, სადაც შემიძლია დროსა და სივრცეში დავიკარგო” – ამბობს თელაველი ახალგაზრდა მხატვარი ზურა ტოტიკაშვილი, რომლის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა – გაყიდვას, 19 ივლისის ჩათვლით, უკვე მეორედ მასპინძლობს თელავის ისტორიული მუზეუმი.
მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო 2019 წელს, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა კალმით შესრულებული ნამუშევრები. სწორედ კალმით შესრულებული ნახატებით გაითქვა სახელი.