რემონტის სეზონი დაწყებულია – სად უნდა შეიძინოთ მაღალი ხარისხის სარემონტო მასალები
სარემონტო მასალების შერჩევა, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია, როცა საქმე სახლის განახლებას ან საერთოდაც ნულიდან შევსებას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებმა შეიმუშავებს სარემონტო მასალები, რომლებიც ძალიან ფართო ვარიაციებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, გადაწყვეტილების მიღებისას, მაინც დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, თუ სად შევიძინოთ მაღალი ხარისხის სარემონტო მასალები. თუმცა, ამასთანავე, იმისათვის, რომ ხარისხის შეფასება შევძლოთ, ცოტაოდენი რამ უშუალოდ პროდუქტების შესახებაც უნდა გვესმოდეს.
პროექტებზე, სარემონტო მასალების შერჩევა, უმეტესად, არქიტექტორს ან პრარაბს ევალება, თუმცა ამ დროსაც კი უმჯობესია დამკვეთიც ერკვეოდეს იმაში, თუ რა პროდუქცია გამოიყენება მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა-რემონტისას. ამიტომაც, ამ ბლოგში გაგაცნობთ იმ ფაქტორებს, რომლებიც სარემონტო მასალების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, მათ შორის იმასაც, თუ სად და როგორ შეიძინოთ თქვენთვის ხელსაყრელი მაღალი ხარისხის პროდუქცია:
● თავსებადობა
მიუხედავად იმისა, რომ ერთი პროექტი, შესაძლოა მეორისგან ძალიან განსხვავდებოდეს, ერთი რამ, რაც ნებისმიერი რემონტისა და მშენებლობისათვის საჭირო მასალებს აერთიანებთ არის თავსებადობა სუბსტრატთან. სარემონტო მასალა სუბსტრატის მსგავსი უნდა იყოს შემდეგი კრიტერიუმების თვალსაზრისით:
– სიხისტე და მოქნილობა;
– თერმული გაფართოება;
– წყლის შთანთქმა;
– წყლის ორთქლის დიფუზია.
● გამძლეობა
კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, არის გამძლეობა, მათ შორის, გრძელვადიანი შეკეთების შესაძლებლობა და მისი მოსალოდნელი მომსახურების ვადის განმავლობაში, ხარვეზების წარმოქმნის მინიმალური რისკი. ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც პროდუქტის გამძლეობას განაპირობებს, მოიცავს შემდეგ დებულებებს:
– ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობა;
– ტუტე გარემოსადმი წინააღმდეგობა;
– ტემპერატურის ფართო დიაპაზონის ცვლილების ამტანობა.
გარდა ამისა, სხვა მნიშვნელოვანი თვისებებია კარგი ადჰეზია (შერწყმა, შეწებება), დაბალი გამტარობა და შეკუმშვა.
რემონტის ხარისხი და გამძლეობა დამოკიდებულია სუბსტრატისა და სარემონტო მასალების სხვადასხვა ფენის კარგ შერწყმასა და კავშირზე. დაბალი გამტარობა კარბონაციისა და ქლორიდის იონების შემოღწევისგან გვიცავს. იქიდან გამომდინარე, რომ სარემონტო მასალების უმეტესობა გამოიყენება ძველ ბეტონზე, რომელიც უკვე აღარ განიცდის გაშრობისას წარმოქმნილ შეკუმშვის პროცესს, უმჯობესია, თუ გამოვიყენებთ ისეთ პროდუქციას, რომელიც დაბალი შეკუმშვის მაჩვენებლით ხასიათდება. ამ გზით, თავიდან ავირიდებთ ბზარებს და ხელს შევუწყობთ სარემონტო მასალისა და ბეტონის კარგ კავშირს.
● კომპრომისი
იშვიათად თუ იპოვით მასალას, რომელიც ოდნავი შეკუმშვის გარეშეც სრულად ავსებს ცარიელ ადგილებს და თან, ტემპერატურის, ტენიანობისა და დატვირთვის ცვლილებას ზუსტად ისე უპასუხებს, როგორც სუბსტრატი. შესაბამისად, რემონტის პრიორიტეტების ჩამოყალიბება ადრეულ ფაზაშივე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საშუალებას გაძლევთ ფოკუსირდეთ ყველაზე კრიტიკულ საკითხებზე, როცა გარდაუვალ კომპრომისებს განიხილავთ.
მაგალითად, სტრუქტურული რემონტისას, სავარაუდოდ, პირველადი მოთხოვნაა, რომ სარემონტო მასალამ აიტანოს იმ სიმძიმის ტვირთი, რომელიც ინჟინერმა გათვალა. მსგავს შემთხვევაში, გჭირდებათ პროდუქტი ელასტიკურობის მოდულით, რომელიც სუბსტრატის ელასტიკურობას ემთხვევა ან მასთან ახლოსაა, ასევე ხასიათდება ძალიან დაბალი კომპრესიული ცოცვითა და შრობის შედეგად მინიმალური კუმშვადობით.
● კლასიფიკაცია
ასობით სარემონტო მასალიდან ჩვენთვის იდეალურის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა. ყველაზე საბაზისო სარემონტო მასალები ცემენტის შემკვრელი ნაერთებია. უმეტესად, ესენია პროდუქტები, რომლებიც წყალთან ურთიერთქმედების შემდეგ მზადაა გამოსაყენებლად. თუმცა, სარემონტო მასალები, დღეს, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, რაც მათ გამოყენებას ძალიან ამარტივებს და შედეგსაც ბევრად უფრო ხარისხიანს გვაძლევს.
ცემენტის ბაზაზე დამზადებულ ნაერთებში, ფხვნილის ან თხევადი ლატექსის პოლიმერების დამატებით, მწარმოებლებმა გაუმჯობესებული პროდუქტები შეიმუშავებს. ეს ერთ ან ორკომპონენტიანი მასალები ხელმისაწვდომია წინასწარ პროპორციულად განაწილებულ კომპლექტებში, რაც მათ მახასიათებლებსა და გამოყენების წესში გარკვევას დილეტანტისთვისაც კი ძალიან მარტივს ხდის.
შესაბამისად, როდესაც სარემონტო პროდუქციის კლასიფიკაციაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში, უნდა დავახარისხოთ თუ რა ტიპის პროდუქტი გვჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ შესაბამისი მწარმოებლის მოძიება, რომელიც მაღალი ხარისხის მასალას შემოგვთავაზებს.
სად შევიძინოთ მაღალი ხარისხის სარემონტო მასალები?
სარემონტო მასალების შეძენა, პირველ რიგში, მიზანშეწონილია მხოლოდ ისეთ ვენდორთან, რომელსაც ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა და მომხმარებლის სანდოობითაც გამოირჩევა. სწორედ მსგავსი კომპანიები გვთავაზობენ უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალებს, მაგალითად, სავაჭრო ცენტრი “იდეალი”, რომელიც ქართველ მომხმარებელს უკვე მრავალი წელია საუკეთესო პროდუქციით ამარაგებს. “იდეალში” ხელმისაწვდომია იტალიური პრემიუმ ხარისხის ბრენდის Mapei-ს სარემონტო მასალების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის: წებოცემენტი, ღარების შემავსებელი, ჰიდროსაიზოლაციო მასალები, პარკეტისა და ლამინატის წებო, თვითსწორებადი მასალები, გრუნტი, სილიკონი, საწმენდი საშუალებები და სხვა.