ახალი ამბები

ბაკურციხესა და ჭანდარში ავტობუსის გაჩერებების მოწყობა მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხესა და ჭანდარში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ავტობუსის გაჩერებების მოწყობა მიმდინარეობს.

ორივე პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე მოინახულეს. სამუშაოებს, რისთვისაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 38 000 ლარი დაიხარჯება, შპს “მალუ კვადრატი” ასრულებს.