გურჯაანის ყოფილი მერი დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორად ზურაბ უტიაშვილი დაინიშნა.
ზურაბ უტიაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივნისამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იკავებდა.
ზურაბ უტიაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამედიცინო ევაკუაციის ორგანიზებისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.