გურჯაანსა და წნორში მუსიკალური საღამოები გაიმართება
9 ივლისს, გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში და წნორის ახალ სარეკრეაციო პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუსიკალური საღამო გაიმართება.
მოეწყობა საბავშვო, გასართობი სივრცეები და პავილიონები. ღონისძიებები 19:00 საათზე ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. ასევე, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა, ტერიტორიაზე განთავსდება სადეგუსტაციო და კვების ზონები.
მუსიკალური საღამო გურჯაანში, “ღამის შოუს ბენდის” ხოლო წნორში, ანკა თათარაშვილის, სალი ცინცაძის და ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტით დასრულდება.