სიღნაღი, ,,სიყვარულის ქალაქი”- ტურისტების საყვარელი ადგილი- ფოტოები
სიღნაღი კახეთის რეგიონში, ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი, ყველაზე აქტიური ქალაქია.
სიღნაღს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს. სიღნაღი ქალაქად ქართლ-კახეთის მეფემ, ერეკლე მეორემ 1770 წელს გამოაცხადა. ერეკლეს მეფობის პერიოდს უკავშირდება სიღნაღის ცნობილი გალავნის მშენებლობა, რომლის სიგრძე 4, 5 კმ-ია.
გალავანში ჩაშენებულია 23 კოშკი, თითოეული კოშკის სახელწოდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის სახელს უკავშირდებოდა. მტრის შემოსევისას, სოფლის მცხოვრებლები საკუთარ კოშკში აფარებდნენ თავს. შესაბამისად, გალავანი და კოშკები თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა.
დღეს, გალავანზე დაახლოებით 230 მ. სიგრძის ტურისტული ბილიკია მოწყობილი. ქალაქის გადასახედიდან, ასევე, გალავნიდან კავკასიონის და ალაზნის ველის საოცარი ხედი იშლება, რაც ტურისტების ცნობიერებაში ამ კუთხის მიმართ დადებითი, წარუშლელი შთაბეჭდილებებით აისახება.
სიღნაღიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს ბოდბის დედათა მონასტერი, რომელიც მომლოცველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მდებარეობს ცნობილი ლავანდის პლანტაცია საქართველოში.