4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში (პენსილვანია) მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ერთხმად მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია – ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ. დეკლარაციის მიღების (მაგრამ არა ხელმოწერის) დღე 4 ივლისი აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები “ამერიკის შეერთებულ შტატებად” მოიხსენიება.