სოფელ ველისციხეში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობას წინ მეზობლებს შორის დაპირისპირება უძღოდა.
„ერთმანეთთან უჩხუბიათ და ვინც ესროლა ის ბიჭი უცემიათ. როგორც ჩანს, ეს ბიჭი სახლში ჩავიდა, იარაღი აიღო და დაბრუნდა ესროლა“,– განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა დღეს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.