ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები კაბალის თემიდან, საერთაშორისო პროექტებში იღებენ მონაწილეობას
ეთნიკურად აზერბაიჯანელი გახალგაზრდები კაბალის თემიდან უკვე საერთაშორისო პროექტებში იღებენ მონაწილეობას.
არზუ ჯალალოვა პირველია, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და Erasmus+ პროგრამით რამდენიმე თვის წინ გერმანიაში იმოგზაურა. მან ამჯერად პოლონეთში აიგუნ ალიევასთან ერთად მონაწილეობა მიიღო პროექტში Diversity + Inclusion.
“როდესაც დავინახე უკრაინელი, რუმინელი, თურქი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, ჩემგან დამოუკიდებლად შემიპყრო შიშმა. რანაირად უნდა მოიქცე? ვეკითხებოდი ჩემს თავს. შიში მქონდა, მაგრამ კონკრეტულად რისი, ვერ ვხვდებოდი. როდესაც პროექტის მონაწილეებთან კონტაქტი დავამყარე, შიშიც გაქრა” – იხსენებს აიგუნ ალიევა.
“პროექტის ფარგლებში ჩაგვიტარდა ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა: მრავალფეროვნება, ქალთა უფლებები, დისკრიმინაცია. Erasmus+ პროგრამა ცოდნასთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, გავხდეთ უფრო დამოუკიდებლები, შევხვდეთ სხვადასხვა კულტურის ადამიანს და განვვითარდეთ პიროვნულად.
მახსოვს, როგორ აღტაცებულად გვიყურებდნენ, როდესაც ქართული ჯგუფი ვცეკვავდით აჭარულს!” – გვიყვება არზუ ჯალალოვა.