ძლიერი წვიმის შედეგად, კახეთში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა და ღამით მოსული ნალექით სახლების პირველი სართულები გაივსო. წვიმის შედეგად, ადიდდა მატნის ხევიც, რომელიც სასოფლო- სამეურნეო სავარგულებში შევარდა.
მოსახლეობა საკუთარი ძალებითა და მაშველების დახმარებით, მთელი ღამის განმავლობაში წმენდდა. ცენტრალურ ქუჩებზე მოედინებოდა წყლის ნიაღვარი თელავშიც, სადაც ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ. უამინდობით მიყენებული ზიანის ოდენობა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.