ლაგოდეხში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი მეწყრული კერების შესწავლისა მიზნით, შეხვედრა გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ქალაქ ლაგოდეხში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ლაგოდეხის ხევის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ, შექმნილი მეწყრული კერების შესწავლისა და მონიტორინგის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან, საგანგებო თათბირი გამართა.
ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს მდგომარეობის ადგილზე შესწავლა.
„ქალაქ ლაგოდეხში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე ძლიერი ნალექის შედეგად, მეწყრული კერები შეიქმნა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, გარემოს ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით, სიტუაციის შესწავლისა და მონიტორინგის მიზნით, სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. ვითარების შესწავლის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა პრევენციული ზომები დავგეგმოთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“– განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.