ახალი ამბები

„გახდი წარმატებული მეწარმე ქალი“-საინფორმაციო კამპანია კახეთის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის

USAID YES-Georgia 30 ივნისს -3 ივლისს, პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, აწყობს საინფორმაციო კამპანიას „გახდი წარმატებული მეწარმე ქალი“.

კამპანიის ფარგლებში, პროგრამის წარმომადგენლები კახეთის რეგიონში მცხოვრებ ქალებს შეხვდებიან და მათ კამპანიის აქტივობებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

,,კამპანია „გახდი წარმატებული მეწარმე ქალი“, რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ერთ-ერთი კომპონენტის – Buzz საქართველოს ფარგლებში ტარდება, რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის ტრენინგების ჩატარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მათთვის ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

კახეთის რეგიონში მიმდინარე კამპანია მოიცავს საგარეჯოში, სიღნაღში, გურჯაანში, თელავსა და ახმეტაში მცხოვრებ ქალბატონებს. ვესტუმრებით პროგრამის ბენეფიციარ 12 მეწარმე ქალბატონს, ხოლო 7 მათგანთან გაიმართება ქალთა მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეობით დაინტერესებულ ქალბატონებთან.

კახეთის რეგიონში ჩვენი პროგრამის მონაწილეების საწარმოებიდან ვეწვევით საოჯახო ღვინის მარნებს, ტრადიციული რეწვის სახელოსნოს, ფერმას, ხორბლის მდელოებს, ნუშის ბაღებს, საოჯახო სასტუმროს, სუშის ბარს. 4 დღიანი შეხვედრები ჯამში 100-მდე ქალბატონს მოიცავს.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიების გატარება, რომელიც ქალებს ფინანსური და საინფორმაციო რესურსებით უზრუნველყოფს. ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia)”,- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.