რა გაკეთდება თელავში ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ახალი პროგრამა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება. პროგრამა 5 წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.
პროგრამის ფარგლებში, თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი, ასევე, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს; მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ფონდმა ღია კარის დღე გამართა.
“ღია კარის დღეზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ სამშენებლო კომპანიებს ახალი პროგრამის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამისა და გამოსაცხადებელი ტენდერების დეტალების, მათ შორის, პროცედურების ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ კომპანიებს დროულად და უკეთესად მოემზადონ ტენდერებისთვის. კომპანიების აქტიური ჩართულობა და კონკურენცია კი, მნიშვნელოვანია პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში