ახალი ამბები

ლაგოდეხში, 18 წლის გოგონა ტბაში დაიხრჩო

ლაგოდეხში 18 წლის გოგონა ტბაში დაიხრჩო.

შემთხვევა სოფელ კართუბანში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ის თანასოფლელებთან ერთად საბანაოდ წავიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

გოგოს ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს და გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.