ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

საინიციატივო ჯგუფმა ,,თელავისთვის” პრეზენტაცია გამართა

საინიციატივო ჯგუფმა ,,თელავისთვის” პრეზენტაცია გამართა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ასევე შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სამი ინიციატივა წარუდგინა, რომელიც მათი დახმარებით შეირჩა და მათ განსახორციელებლად, სახალხო დაფინანსებით თანხაც მოგროვდა.

,,სამივე ინიციატივის სახალხო დაფინანსება მოხდა. ესენი იყო ,,გარე-მარე”, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის კახეთის ბუნების და მასში მიმოფანტული ისტორიული ძეგლების გაცნობას ემსახურება, მეორე ინიციატივა ეხებოდა მემორიელური მემკვიდრეობის გაფრთხილებას თელავში, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს უძველესი და ისტორიული საფლავების ქვების აღწერა, გაციფრულება და ბაზის შექნა. მესამე ინიციატივა კი ეხებოდა უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სერვისის შექმნას, რომლის მეშვეობითაც მათთვის დაიბეჭდება ბრაილის შრიფტით სხვადასხვა სახის ლიტერატურა.

ჩვემ მოვახდინეთ მოქალაქეების იდეების შეგროვება, შემდეგ გადახარისხდა ჟიურის მიერ და შეირჩა სამი იდეა, რომლის განსახორციელებლად სახალხო დაფინანსებას მივმართეთ. ამ პროცესში ჩაერთო ბიზნესი, სხვადასხვა დაწესებულებები, ორგანიზაციები, მოქალაქეები და მოგროვდა საკმაოდ დიდი თანხა, მათ განსახორციელებლად. იმ საკითხების მოგვარება რაც არ მოგვწონს, ჩვენით შეგვიძლია გადავჭრათ, ადამიანების დახმარებით. სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი შეხვედრაზე”,- განაცხადა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ ნანა გარჯიკაულმა.