საგარეჯოელი გიორგი ქვლივიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მას-რესლინგში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საგარეჯოელი გიორგი ქვლივიძე (90 კგ) და გიორგი ტალახაძე (+125 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
ქვლივიძემ თავის წონით კატეგორიაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ აბსოლუტურ კატეგორიაშიც იასპარეზა და ქართულ ფინალში თავისზე ბევრად მძიმე გიორგი ტალახაძესთან დათმო ფინალური შეხვედრა, ბორჯომელმა გიგანტმა კი 2 ოქროს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ასევე, სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის შეჯიბში, საგარეჯოელმა ქართველმა ძიუდოსტმა – დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ, M3) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქრო – გიორგი მოდებაძე (-100კგ, M3), ალექსი დავითაშვილი (+100კგ, M4);
ვერცხლი – ბადრი ბასოშვილი (-60კგ, М4);
ბრინჯაო – დავით უძილაური (-81კგ, M3), დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ, M3), ირაკლი ახრახაძე (+100კგ, M3).