მოქალაქეები ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ
მოქალაქეები ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ. ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ადგილობრივი, შორენა ლომაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თელავი და ნადიკვარი ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ახლაა, არ უნდა იყოს, რადგან ის ადგილობრივებისთვია ერთ- ერთი თავშეყრის ადგილია.
“23 წლის მანძილზე თელავი და ნადიკვარი ასეთი ბინძური, ასეთი დანგრეული, ასეთი აბალახებული, ასეთი მოუვლელი არასდროს მინახავს. დიდი ხანია არ ამოვსულვარ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადგილას. სიტუაციამ, რაც აქ დამხვდა შოკში ჩამაგდო. სირცხვილია და დუმილიც დანაშაული“– წერს შორენა ლომაშვილი.
თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, Knews.ge ცდილობს საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.