ახალი ამბები

თელავი- ყვარლის გზაზე, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, მომხდარი ავარიის შედეგად 5 მგზავრი, მათ შორის არასრულწლოვანი დაშავდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მანქანაში მყოფმა ხუთმა პირმა, მათ შორის ერთმა მცირეწლოვანმა, სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა.