EU-მ, შესაძლოა, იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან, სანქციები დაუწესოს – Politico
ევროკავშირმა გადაწყვიტა, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან სანქციები გაამკაცროს. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ გამკაცრებული სანქციები ამ პროცესების შეფერხებას გამოიწვევს – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული ომის გამო, ევროკავშირმა მრავალი ისეთი საქონლით ვაჭრობა აკრძალა, რომელიც კრემლისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, ან უკრაინაში შეჭრისას, ბრძოლის ველზე გამოიყენება.
გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნები, როგორიცაა ყაზახეთი და სომხეთი, რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან და მათი ტერიტორიის გავლით სანქცირებულ საქონელს აწვდიან და იმის გამო, რომ სანქცირებული საქონელი პირდაპირ ევროპის ქვეყნებიდან არ იგზავნება, ამ პროცესზე თვალყურის დევნება საკმაოდ რთული პროცესი ხდება.
გასული წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისის შემდეგ სანქციების 10 პაკეტის მიღების შემდეგ ევროკავშირის ელჩები ახალ მექანიზმზე შეთანხმდნენ, რაც შემდეგ ქმედებებს მოიაზრებს – თუ გარკვეული ქვეყნები დასავლეთის სანქციებს ვერ შეასრულებენ ან ვერ ახსნიან აკრძალული საქონლით რუსეთთან ვაჭრობის უეცარ ზრდას, მათ, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ დასანქცირება დაემუქროთ.
ევროკომისიის პერზიდენტი, ურსულა ფონ დელ ლაიენი ამ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ახალი პაკეტი ექსპორტის შეზღუდვებით რუსეთის საომარ მოქმედებებს კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს.
ასევე, ახალი მექანიზმის მიხედვით, ევროკავშირს შეუძლია, რომ შეადგინოს იმ პროდუქტების სია, რომელიც მისი აზრით, გვერდის ავლით ხვდება რუსეთში და ამასთანავე, იმ ქვეყნების სიაც, სადაც ამ პროდუქციის გაყიდვა აიკრძალება.