თელავში, აღდგომის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, სტიქიამ სანიაღვრე არხი დააზიანა
თელავში,ლეონიძის ქუჩიდან აღდგომის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე დიდი ოდენობით მოსულმა ნიაღვარმა სანიაღვრე არხის დაზიანება გამოიწვია.
ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების თქმით, ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები. გაწმენდილია სანიაღვრე არხები, ტერიტორია გასუფთავებულია ქვა-ღორღისგან და გადაადგილება თავისუფალია.