ახალი ამბები

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე – არ ვაპირებ, ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ – მინდა, მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას
არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ – მინდა, მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას
, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

“დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას “თუ არ იზამთ, ის მოხდება” და “იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება”. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

One thought on “პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

Comments are closed.