დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარი გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 2.69 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8891 ლარი გახდა.
2.65 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3552 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 11.15 თეთრი შეადგინა.
22 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.52 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6260 ლარი გახდა.
Pingback: Лари обесценился по отношению к доллару и евро – hikartveli.com