გადაუღებელი წვიმების შედეგად, გურჯაანში ,,ნავთისხევი” ისევ ადიდებულია
გადაუღებელი წვიმების შედეგად, გურჯაანში ,,ნავთისხევი” ისევ ადიდებულია.
შეგახსენებთ, 15 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე მდინარე ნავთისხევი კალაპოტის გარღვევის შემდეგ რამდენიმე საათი მიედინებოდა.
ქუჩებში მოვარდნილმა ნიაღვრებმა დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ღვარცოფის შედეგად ათობით მანქანა და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.