ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

სტიქიის შედეგად ბოდბის დედათა მონასტრის ეზო დაიტბორა- ვიდეო

გადაუღებელი და ძლერი წვიმის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი, ასევე გადავსებულია სანიაღვრეები.

სტიქიის შედეგად წყლით დაიტბორა ბოდბის დედათა მონასტრის ეზო.

ვიდეოს ბოდბის დედათა მონასტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.