ახალი ამბები

აგრარულ სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება 25.8%-ით გაიზარდა

სოფლის, სატყეო და თვევზის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება 25.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში აგრარულ სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შემოსავალი 1259 ლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 326 ლარით მეტია. ეს მაჩვენებელი 2022 წლის პირველ სამ თვეში 933 ლარით იყო განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაქირავებით დასაქმებულთა თვიური ანაზღაურება სხვა სექტორებთან შედარებით მაინც ყველაზე დაბალია. მას მხოლოდ ორი სექტორი ჩამორჩება. ესენია: წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები და განათლების მიმართულება.