თელაველმა ახალგაზრდამ ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
თელაველმა ახალგაზრდა სპორტსმენმა, გიორგი ღვარძელაშვილმა, მეწყვილესთან ნიკოლოზ გურგენიძესთან ერთად საერთაშორისო ტურნირის Rena & Dato cup Tennis Europe (TE) ( U16) ფინალში ითამაშა და წყვილთა თანრიგში მეორე ადგილი დაიკავა.
პროფესიონალ იუნიორ ჩოგბურთელთა ტურნირი საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა.