დატბორილი სახლები, დაზიანებული გზები და დასეტყვილი ვენახები- სტიქია საგარეჯოში
ძლიერმა სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
სტიქიის შედეგად სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, შიბლიანში, ვერხვიანში, კაკაბეთში, მზისგულში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთების, სავარგულებისა და ვენახების ნაწილი.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, ხვალ დილიდან შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება ზარალის აღრიცხვა. დღეს, თითოეულ სოფელში მობილიზებულია ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფები მოსახლეობის მყისიერი დახმარების აღმოსაჩენად”,- აცხადებენ უწყებაში.