გურჯაანში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სოციალურად დაუცველთა პროგრამის მონაწილეები ჩაერთნენ- ფოტოები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 15 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაში ჩართული მოქალაქეები მონაწილეობენ.
ისინი დღეს დილიდან სტიქიისგან დაზიანებული გზების გაწმენდის სამუშაოებში არიან
ამ დროისთვის, გაწმენდილია დაზიანებული ცენტრალური და შიდა გზები, მოსახლეობას შეფერხების გარეშე მიეწოდება ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება დღის მეორე ნახევარში ყველგან სრულად იქნება აღდგენილი. აქტიურად გრძელდება ქალაქ გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე დაზიანებული საერთო საცხოვრებლების სარდაფების გაწმენდის სამუშაოები.
შექმნილია სტიქიის შედეგების დადგენისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია, რომელიც ადგილზე მუშაობს.