რა სახის დახმარებას გაუწევს მთავრობა გურჯაანში სტიქიით დაზარალებულებს – ინტერვიუ გუბერნატორთან
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც მდინარე ნავთისხევი კალაპოტის გარღვევის შემდეგ რამდენიმე საათი მიედინებოდა, მძიმე ტექნიკამ სრულად გაწმინდა და ავტომობილებით გადაადგილება გვიან ღამითვე გახდა შესაძლებელი.
ქუჩებში მოვარდნილმა ნიაღვრებმა დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ღვარცოფის შედეგად ათობით მანქანა და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. გარდა წყალდიდობისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის მხარეში, გიორგი ალადაშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში უახლოეს დღეებში დაიწყება ზარალის დათვლა.